პოლიტიკურ მოძრაობას "ტრიბუნა" ლია მუხაშავრია შეუერთდა
პოლიტიკურ მოძრაობას "ტრიბუნა"  ლია მუხაშავრია შეუერთდა

A+ A-

14:53 15/08/2020

ადვოკატი ლია მუხაშავრია დავით ჭიჭინაძის პოლიტიკურ პოლიტიკურ მოძრაობას „ტრიბუნა“  შეუერთდა.  ცნობილი უფლებადამცველის განცხადებით,  ის ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად იბრძოლებს და ამისთვის ყველაზე შესაფერის  გაერთიანებად  „ტრიბუნა“ მიაჩნია.

„ტრიბუნა არის ის ადგილი, რომელიც ადამინებს დარღვეული უფლებების აღდგენის საშუალებას აძლევს. კანონი უნდა აღსრულდეს. ტრიბუნას აქვს კონკრეტული გეგმები და მიამრთულებები. უამრავი ადამიანია დღეს დარღვეული უფლებების მსხვერპლი, მათ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მიეცათ უფლებების აღდგენის საშუალება”, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

ახალი წევრი პარტიის ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ დღეს ბათუმის ოფისში წარადგინა.

„რადგან საქართველოში , ვერც „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში მოხერხდა  სამართლიანობის აღდგენა, ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნა“  კი , იბრძვის იმისთვის,  რომ სამართალი აღდგეს, სამართლიანობისთვის  ერთ ერთი ნათელი მებრძლის, ლია მუხაშავრიას, ჩვენს პარტიაში მოსვლა, მართლაც რომ სერიოზული განაცხადი და შენაძენია. „ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.