ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

A+ A-

18:42 14/08/2020

ქარელში, საცხოვრებელ სახლთან მსხდომ ადამიანებს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგადაც, ერთი პირი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.