"რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, უფლება არ მაქვს, წყალი მოვითხოვო?!" - თეთრიწყაროში აქცია გაიმართა
"რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, უფლება არ მაქვს, წყალი მოვითხოვო?!" - თეთრიწყაროში აქცია გაიმართა

A+ A-

17:56 14/08/2020

თეთრიწყაროს სოფელ ჩხიკვთაში ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოსახლეობის მოთხოვნა სასმელი წყლის მიწოდების აღდგენაა.

მათივე თქმით აქციაზე გასვლას ადგილობრივებს საკრებულოს წევრი უკრძალავდათ.

 „დაურეკეს ჩემი ქმრის უფროსს და უთხრეს ჩემზე, ძალიან აქტიურობს ამ წყალთან დაკავშირებით და ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება დავით ხიდაშელს. თქვენც გაგათავისუფლებენ სამსახურიდან და თქვენ მეუღლესაც. რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, უფლება არ მაქვს წყალი მოვითხოვო?!“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თვეზე მეტია,  რაც წყალი არ მიეწოდებათ.  

ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები აცხადებენ, რომ წყალმომარაგების სისტების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება და  წლის მიწოდება დაახლოებით ერთ თვეში აღდგება.