ფოთში კორონავირუსზე სამ პაციენტის ანალიზის შედეგს ელოდებიან
ფოთში კორონავირუსზე სამ პაციენტის ანალიზის შედეგს ელოდებიან

A+ A-

17:38 14/08/2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომიანი პაციენტებიდან სამს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და კლინიკიდან გაეწერნენ. რაც შეეხება დანარჩენ სამს, ისინი ჯერჯერობით ჰოსპიტალში რჩებიან.

„კლინიკაში იმყოფება სამი პაციენტი, მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

 მისივე თქმით, ჰოსპიტალში მოთავსებული სამი პაციენტი ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულები.

 პაციენტებს ცხელება და სხვა სახის რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.