შიშის ზონები დიდუბე-ჩუღურეთში - ანი დოლიძე მუქარის შესახებ საუბრობს
შიშის ზონები დიდუბე-ჩუღურეთში - ანი დოლიძე მუქარის შესახებ საუბრობს

A+ A-

16:05 14/08/2020

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ანა დოლიძეს დაემუქრნენ. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დოლიძე ამბობს, დაფიქსირდა ზეწოლის, გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარა მასზე და მის აქტივისტებზე.

"ვატარებდით კარდაკარს აღმაშენებლის გამზირსა და წერეთელზე და წავაწყდით შემზარავ ფაქტებს - ზეწოლის, გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ჩემზე და ჩემს აქტივისტებზე. კარგად დაორგანიზებული, კანონგარეშე მყოფი ჯგუფები, რომლებიც არიან ქუჩაში და სავარაუდოდ, არიან ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, პირდაპირ აგრესიულად მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ ხალხთან შეხვედრის უფლებას არ მოგვცემდნენ. შიშის ზონები შექმნილია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" გარდა, დიდუბე-ჩუღურეთში ვერავინ ჩაატაროს კამპანია", - თქვა დოლიძემ.

 მისი თქმით, ყველა მსგავსი ფაქტი აღირიცხება და თითოეული მათგანი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებში ანა დოლიძის კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი იქნება.