14 ივლისიდან 14 აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ქონება 70 მილიონი დოლარით გაიზარდა
14 ივლისიდან 14 აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ქონება 70 მილიონი დოლარით გაიზარდა

A+ A-

13:12 14/08/2020

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რეკორდულად მდიდრდება. ამის შესახებ ინფორმაციას "Bloomberg Billionaires Index" აქვეყნებს.

ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ქონებაზე 2 კვირაში კიდევ 50 მილიონის მიმატება შეძლო.

თუ 4 აგვისტოს მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5.42 მილიარდს შეადგენდა, 14 აგვისტოს მონაცემებით მისი გვარის გასწვრივ 5.47 მილიარდიანი ინდექსი გაჩნდა, რაც იმას ნიშნავ, რომ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე, მისი ქონება 70 მილიონით გაიზარდა.

მილიონების მატების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი 400 ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის ვეღარ მოხვდა და როგორც "Bloomberg Billionaires Index"-დან ირკვევა ივანიშვილი სიაში 412-ე ადგილზე დაფიქსირდა.

ცნობისთვის, 5.47 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 2.79 მილიონი უნცია ოქრო და 121 მილიონი ბარელი ნავთობი.

შეგახსენებთ, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ყველაზე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ხოლო ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2013 წელს, როდესაც მისი ქონება 6.40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული.