"გამორიცხულია, თამარ ბაჩალიაშვილს სოციალური ქსელიდან და მობილური ტელეფონიდან ინფორმაცია თავად წაეშალა"
"გამორიცხულია, თამარ ბაჩალიაშვილს  სოციალური ქსელიდან და მობილური ტელეფონიდან ინფორმაცია თავად წაეშალა"

A+ A-

17:49 13/08/2020

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, გამორიცხულია ის ფაქტი, რომ მას თავად წაეშალა სოციალური ქსელიდან და მობილური ტელეფონიდან საკუთარი ინფორმაცია.

ადვოკატს დასტურად წაშლილი ლოკაციების ფაქტორი მოჰყავს და თვლის, რომ შეუძლებელია, თამარს ზუსტად სცოდნოდა, სად მიდიოდა, რადგან გზის მიმართულება იმ წერტილისკენ, სადაც გარდაცვლილის ავტომობილი იპოვეს, საკმაოდ რთულია.

რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო, ამიტომაც ძნელი წარმოსადგენია, რომ მას 25 ივნისიდან (იმ თარიღის შემდეგ, რაც მიმოწერა აღარ იძებნება) დაღუპვის დღემდე არავისთან ჰქონია კომუნიკაცია. შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი გოგონა 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.