პროკურორი მარიამ გოგორელიანი თამარ ბაჩალიაშვილსი დედის ბრალდებებს უარყოფს
პროკურორი მარიამ გოგორელიანი თამარ ბაჩალიაშვილსი დედის ბრალდებებს უარყოფს

A+ A-

17:47 13/08/2020

პროკურორი მარიამ გოგორელიანი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს.

"ქალბატონი თეონას ბრალდებები, რომ თითქოს მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ვახორციელებდი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. რა თქმა უნდა, იმ ფურცელთან, (ბაჩალიაშვილის ჩანაწერი) დაკავშირებით ლოგიკურად დაისვა შეკითხვა, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟურნალისტთან და ვკითხეთ, თქვენ ხომ არ გადაეცით-მეთქი. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა, პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბულინგში დაადანაშაულა. მან ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და გამოძიების არაეფექტურობაზე ისაუბრა. თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე, გენერალურმა ინსპექციამ პროკურორის სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო.