ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყეში ძლიერი ხანძარია
ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყეში ძლიერი ხანძარია

A+ A-

17:09 13/08/2020

ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყეში ძლიერი ხანძარია.

მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ალი 4 000 ჰექტარზეა მოდებული და მისი ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სტიქიის შედეგად დაღუპულებისა და საკუთრების განადგურების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ევაკუაციის ზონაში 100-მდე შენობა-ნაგებობა მოხვდა.