პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

A+ A-

16:57 13/08/2020

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მარიამ გოგორელიანს მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, რომელიც ეხება 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებას.

უწყების ცნობით, გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას. შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურორ მარიამ გოგორელიანს ბულინგში ადანაშაულებს.

როგორც გარდაცვლილის დედამ აღნიშნა, საქმის მასალების შესწავლის ნაცვლად, მას კითხვებს ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან და იმ ჟურნალისტთან დაკავშირებით უსვამდნენ, რომელმაც გუშინ ბაჩალიაშვილის წერილი გაასაჯაროვა.