Survation-ის კვლევის თანახმად, 81% დადებითად ჯარს აფასებს, 75% - ეკლესიას
Survation-ის კვლევის თანახმად, 81% დადებითად ჯარს აფასებს, 75% - ეკლესიას

A+ A-

15:48 13/08/2020

ბრიტანული კომპანია Survation -ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 81% დადებითად ჯარს აფასებს, 75% კი - ეკლესიას. ამავე კვლევაში, მესამე პოზიციას პოლიცია იკავებს.

ჯარი: დადებითად 81 % უარყოფითად 9% არ ვიცი/უარი პასუხზე 9%.

ეკლესია: დადებითად 75 % უარყოფითად 16 % არ ვიცი/უარი პასუხზე 9%.

პოლიცია: დადებითად 68 % უარყოფითად 25% არ ვიცი/უარი პასუხზე 7%.

კვლევა ტელეკომპანია "რუთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა, გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.

კომპანია "Survation-ი" ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph - ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.