"გიორგი გახარიამ და მისმა კაბინეტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე რთული გამოწვევების მართვა სწრაფად და შედეგიანად შეუძლია"
"გიორგი გახარიამ და მისმა კაბინეტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე რთული გამოწვევების მართვა სწრაფად და შედეგიანად შეუძლია"

A+ A-

18:13 12/08/2020

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი "2020NEWS“- თან რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებს აფასებს.

როგორც მეტრეველი აცხადებს, გიორგი გახარიამ და მისმა კაბინეტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე რთული გამოწვევების მართვა სწრაფად და შედეგიანად შეუძლია.

„რაჭაში მომხდარი ძალიან მძიმე სტიქიური უბედურების და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისადმი ჩემი განსაკუთრებული ინტერესი ადვილად ასახსნელია. გიორგი გახარიამ და მისმა კაბინეტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე რთული გამოწვევების მართვა სწრაფად და შედეგიანად შეუძლია.

დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება დროული და ეფექტიანი იქნებოდა. საამაყოა, რომ რაჭისადმი სტიქიით მიყენებული ძალიან მძიმე პირველადი ზიანი პრაქტიკულად უკვე ლიკვიდირებულია. ფართომაშტაბიანი აღდგენითი სამუშოები კი შეუჩერებლად გრძელდება.

რაჭაში მცხოვრები ჩემი ნათესავების და მეგობრებისგან კარგად ვიცი თუ რაოდენ დიდი პროფესიონალიზმი, ძალისხმევა და გულისხმიერება გამოიჩინა ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაჭაში სტიქიის შედეგებს ადგილობრივებთან ერთად ებრძოდა. მადლობა და პატივისცემა ყველა მათგანს“, - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი