IRI-ს კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქი სარგებლობს
IRI-ს კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქი სარგებლობს

A+ A-

17:59 12/08/2020

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქი, ილია მეორე სარგებლობს და პატრიარქის მიმართ გამოკითხულთა 89% არის კეთილგანწყობილი. მეორე ადგილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 74%-ით იკავებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საზოგადოების 63%-სთვის არის მისაღები პიროვნება.

საზოგადოების 57%-სთვის თბილისის მერი კახა კალაძე არის ფავორიტი პიროვნება, ხოლო 53 %-სთვის "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე.