"ქართული ოცნების" ახალი ფანტაზიები - სლოგანი, რომელიც სლოგანზე მეტია - "ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"
"ქართული ოცნების" ახალი ფანტაზიები - სლოგანი, რომელიც სლოგანზე მეტია - "ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"

A+ A-

14:46 07/08/2020

"ოცნებახდენილი" საქართველოსთვის „ქართულმა ოცნებამ“ ახალი არჩევნებისთვის ახალი სლოგანი უკვე დაამზადა და სხვა პარტიებს დაასწრო. მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს წარმატება გაახსენდა და საზოგადოებას ეს სლოგანი შესთავაზა - „ერთად საქართველოს წარმატებისათვის“.

„ქართული ოცნების“ ახალი სლოგანი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის გუნდმა საზოგადოებას მაჟორიტარობის 30 კანდიდატი წარუდგინა და რაც პრემიერმა გახარიამ საზოგადოების გარკვეულ კატეგორიას ფულადი დახმარებები შესთავაზა.

1-ლი ოქტომბრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელი დაიწყება.  ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის გუნდი არჩევნებზე სხვადასხვა საარჩევნო სლოგანით გავიდა. „2020NEWS” მმართველი გუნდის საარჩევნო სლოგანების პოლიტიკური ფანტაზიების კვალს გაჰყვა.

"ერთად ავისრულოთ ქართული ოცნება" -  ეს 2012 წლის სლოგანია, როდესაც  "ქართული ოცნება" კოალიციური მმართველობით ხელისუფლებაში მოვიდა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ასასრულებელი ოცნებების ასრულების პირობითა და სლოგანით პოლიტიკაში  მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა, ამომრჩეველთა 60%-იანი კეთილგანწყობა მოიპოვა. რამდენად აისრულა ქართველმა ხალხმა ოცნება, ძნელი სათქმელია, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრების უმეტესობამ რომ საკუთარი ოცნებები აისრულა, ფაქტია.  

„ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“ – ასახდენი თუ აუხდენელი ოცნებების შემდეგ, 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში „ზრუნვის“ საკითხი გახდა მმართველი გუნდის წინასაარჩევნო სლოგანი. სლოგანი სლოგანად დარჩა და 2016 წელიც მოვიდა.

„თავისუფლება, სწრაფვა, კეთილდღეობა“ - ამ სლოგანით გავიდა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გუნდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ძველი პოლიტიკური პარტნიორების გარეშე და საზოგადოებას ახალი სახეები წარუდგინა. საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და სლოგანის მთავარი სიტყვა „თავისუფლება“ ღრმად დაივიწყა. მმართველ გუნდში მონობის განსაზღვრება უკეთესად ესმით, ვიდრე თავისუფლების.

„ჩემი ოცნების ქალაქი“ -  2017 წელს „ტრენდული“ მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო ეს სლოგანი.

ჯერ კიდევ მაშინ, მერობის კანდიდატმა კალაძემ, რომელმაც კოლოსალური თანხები ჩადო საკუთარ პიარკამპანიაში და დღემდე „დაუზარელად“ არ იშურებს თანხების მობილიზება ამ საქმისთვის, „საოცნებო ქალაქის“ შექმნას დაიწყო, მაგრამ თბილისელებს ხელში რაღაცნაირი დედაქალაქი შერჩათ, „სახეახეული“ ჭავჭავაძის გამზირით. ვაკელების „საოცნებო ქალაქი“ დიდი ალბათობით, "სამტრედიელი მერის ფანტაზიებთან" მიახლოებულიც არ იყო.

„ერთად საქართველოსთვის“ – 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში „დამოუკიდებელმა“ კანდიდატმა და „ქართული ოცნების“ მხრიდან მხარდაჭერილმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მოკლე და ლანოკიური სლოგანი შესთავაზა.

თუმცა, როგორც ჩანს ვერც სლოგანმა და ვერც პოლიტიკურმა აქტივობამ,  არჩევნების პირველივე ტურში ზურაბიშვილს საზოგადოების კეთილგანწყობა და პირველივე ტურში უპირობო გამარჯვება ვერ მოუტანა და მეორე ტურში იგივე სლოგანით, იგივე გუნდის მხარდაჭერით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდა.

საპრეზიდენტო არჩევნები სლოგანზე მეტად საარჩევნო ბანერებით იყო საინტერესო, რადგან მმართველი გუნდის საპრეზიდენტო გუნდის სახელს და გვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოფენილ ბანერებზე „ამშვენებდა“ ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის და დავით სერგეენკოს ფოტოები. პრეზიდენტი კი ქალი გახდა - სალომე ზურაბიშვილი!

ახლა 2020 წელია, ქართული პოლიტიკური კანონზომიერებით, მმართველი გუნდისთვის მიცემული მეორე ვადა, ანუ 8 წლიანი ციკლი იწურება. ბიძინა ივანიშვილი და მისი "ქართული ოცნება“ მესამე პოლიტიკურ წრეზე წასვლას გეგმავენ სლოგანით: „ერთად საქართველოს წარმატებისათვის!”

ყველაფერი შემოდგომაზე გაირკვევა. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, ამბობენ. „ოცნებაც“ საშემოდგომო პოლიტიკური ბუღალტერიისთვის ემზა