ლევან სამუშია "ლელოს" გუნდს შეუერთდა
ლევან სამუშია "ლელოს" გუნდს შეუერთდა

A+ A-

13:03 07/08/2020

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ლევან სამუშია "ლელო საქართველოსთვის" წევრი გახდა.

საზოგადოებას სამუშია პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე წარუდგინა.

ცნობისთვის, ლევან სამუშიამ "თავისუფალი დემოკრატები" რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და განაცხადა, რომ მიზეზებზე საუბარს არ გეგმავდა.