საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა, 7 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა, 7 კი გამოჯანმრთელდა

A+ A-

10:13 01/08/2020

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.