შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვეს
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვეს

A+ A-

18:25 31/07/2020

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება.

პატიმრობაში დატოვების, გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, სოფიო ლეჟავამ მიიღო.

ამ დროისთვის სასამართლოზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, რომელთაგანაც 6 არასრულწლოვანია.