Emirates Group-ის ახალი სტრატეგია: თუკი რომელიმე მგზავრი ფრენის დროს დაინფიცირდება, ავიაკომპანია დაფარავს მკურნალობისა და კარანტინის ხარჯებს
Emirates Group-ის ახალი სტრატეგია: თუკი რომელიმე მგზავრი ფრენის დროს დაინფიცირდება, ავიაკომპანია დაფარავს მკურნალობისა და კარანტინის ხარჯებს

A+ A-

16:11 31/07/2020

Emirates Group-ის ავიაკომპანიამ, გლობალური პანდემიის პირობებში, მგზავრების მოსაზიდად, ახალი სტრატეგია შეიმუშავა, თუკი რომელიმე მგზავრი ფრენის დროს დაინფიცირდება, ავიაკომპანია დაფარავს მკურნალობისა და კარანტინის ხარჯებს. 

ასევე, თუ უარესი მოხდებაა და დაინფიცირებული ადამიანი გარდაიცვლება,  ავიაკომპანია დაკრძალვის ხარჯებსაც უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „Businessinsider“-ი ავრცელებს. 

დაკრძალვის ხარჯები მოიცავს  1 500 ევრომდე თანხას. შეთავაზება ძალაში იქნება 2020 წლის 31 ოქტომბრამდე. ამასთანავე, ტესტირების ხარჯებთან დაკავშირებით, მგზავრები ავიაკომპანიას წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ.

„ეს არის ჩვენი მხრიდან ინვესტიცია, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ვზრუნავთ ჩვენს მომხამრებლებზე. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი მიესალმებიან ამ ინიციატივას”, – ამის შესახებ ინფორმაცია Emirates Group - ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაავრცელა.

გაცნობებთ, რომ Emirates Group-ი 1985 წელს დუბაიში შეიქმნა, მისი დამაარსებელი, ვიკი რამია, პრეზიდენტი კი, ტიმ კლარკი.

ავიაკომპანია მრავალი წლის მანძილზე ახერხებდა მომხმარებლის გაოცებას, ახალმა წამოწყებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს.