ანაკლიის საარბიტრაჟო ქეისს საქართველოსთვის უდიდესი ფინანსური ზარალი მოჰყვება - ხუხაშვილი
ანაკლიის საარბიტრაჟო ქეისს საქართველოსთვის უდიდესი ფინანსური ზარალი მოჰყვება - ხუხაშვილი

A+ A-

15:27 30/07/2020

ანაკლიის საარბიტრაჟო ქეისი საქართველოსთვის იქნება უპრეცედენტოდ მძიმე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს და ასე ეხმაურება „ანაკლიის კონსორციუმის“ მიერ სააერთაშორისო არბიტრაჟში ანაკლიის პროექტის გასაჩივრებას.

მისივე თქმით, ამ პროცესს ქვეყნისთვის უდიდესი პირდაპირი და ირიბი ფინანსური ზარალი მოჰყვება.

„ანაკლიის საარბიტრაჟო ქეისი საქართველოსთვის იქნება უპრეცედენტოდ მძიმე, რადგან მასში თავი მოიყარა ყველა სისტემურმა პრობლემამ, რაც ლაიტმოტივად გასდევს უახლეს ისტორიას.

გველოდება უდიდესი პირდაპირი და ირიბი ფინანსური ზარალი. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ ზარალზე, რომელიც იმედია, იმდენად სახელმწიფოს არ შეეხება, რამდენადაც ხელისუფლებას და მის ცალკეულ წარმომადგენლებს“,  - წერს ხუხაშვილი.