არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემთხვევაშიც, აშშ-თან უკეთესი ურთიერთობები არ გვექნება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემთხვევაშიც, აშშ-თან უკეთესი ურთიერთობები არ გვექნება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

A+ A-

14:30 27/07/2020

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ავტომატურად არ გაუმჯობესდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიმა ჰაიკო მაასმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განცხადება.

„ის, ვინც ახლა ფსონს დებს თეთრ სახლში ცვლილებაზე, უნდა მოემზადოს იმ ფაქტისთვის, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, ურთიერთობები ისეთი კომფორტული აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეიცვალა, ეს მხოლოდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ არ მომხდარა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაასის განმარტებით, ოფიციალური ბერლინი მუშაობს, რათა „არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გაუმჯობესდეს“.

„ჩვენ ვნახეთ, რომ კომუნიკაცია უფრო რთული გახდა და თეთრი სახლი გადაწყვეტილებას ისე იღებს, რომ ევროპაში პარტნიორებს არც კი ესაუბრება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება აშშ მომავალში, მათაც სჭირდებათ ევროპა“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.