სტადიონებზე გულშემატკივარები დაიშვებიან - ლევან კობიაშვილი
სტადიონებზე გულშემატკივარები დაიშვებიან  - ლევან კობიაშვილი

A+ A-

14:13 21/07/2020

სტადიონებზე, საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლის დაშვება დისტანციის დაცვითა და სპეციალური წესების გათვალისწინებით მოხდება. ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

„თვეზე მეტია ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა თამაშები მიმდინარეობს მაყურებლის დასწრების გარეშე. ჩვენი პრიორიტეტია ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. დღეს, საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მოვახსენე დღევანდელი მდგომარეობა სტადიონებთან დაკავშირებით. სტადიონების მიღმა გულშემატკივრები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში, რას უსაფრთხოების კუთხით კოვიდინფექციასთან მიმართებით, არაა სასურველი. შესაბამისად, საკითხი დადგა გულშემატკივართა სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით. პოზიტიური მხარდაჭერაა ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომი დღეების განმავლობაში ცვლილებები შევა პროტოკოლში გულშემატკივრების დაშვებაზე. თუმცა ეს არ მოხდება ქაოტურად. პირველ რიგში მოხდება ყველა სტანდარტის დაცვა. ასევე დაითვლება თუ რა რაოდენობის გულშემატკივრის დაშვება შეიძლება სტადიონებზე. რასაკვირველია ეს მოხდება დისტანციის დაცვით“, - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი შეწყვეტილი იყო და ის 25 ივნისს განახლდა, თუმცა მაყურებლის გარეშე.