13 ივლისიდან ფინეთი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარს ნაწილობრივ გაუხსნის
13 ივლისიდან ფინეთი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარს ნაწილობრივ გაუხსნის

A+ A-

18:18 10/07/2020

13 ივლისიდან ფინეთი საქართველოსა და კიდევ 10 ქვეყნის მოქალაქეებს ნაწილობრივ გაუხსნის საზღვარს. ინფორმაცია ამის შესახებ ფინეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

„13 ივლისიდან ბიზნესისა და სხვა მნიშვნელოვანი მიზნით ვიზიტების განხორციელებას შეძლებენ ალჟირის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, რუანდის, სამხრეთ კორეის, საქართველოს, ტაილანდის, ტუნისის, ურუგვაისა და ჩინეთის მოქალაქეები. ამასთან ერთად, კვლავ მოვუწოდებთ ფინეთის მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე ამ ქვეყნებში არ იმგზავრონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პირველი ივლისიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესვლის ნებართვა მისცენ. 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.