თეა წულუკიანი VS შალვა ნათელაშვილი - ივანიშვილი პირველ ლეიბორისტთან საბრძოლველად იუსტიციის მინისტრს უშვებს
თეა წულუკიანი VS შალვა ნათელაშვილი - ივანიშვილი პირველ ლეიბორისტთან საბრძოლველად იუსტიციის მინისტრს უშვებს

A+ A-

12:56 10/07/2020

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ პირველ ლეიბორისტს, შალვა ნათელაშვილს გუნდის „პიონერს და მარადმინისტრს“ თეა წულუკიანს დაუპირისპირებს. „2020NEWS“-ის ინფირმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წულუკიანი-ნათელაშვილის პოლიტიკური შერკინების ადგილი ნაძალადევის სამაჟორიტარო ოლქი იქნება.

აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანი 2012 წელს სწორედ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით მოხვდა პარლამენტში, საიდანაც მალევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და იუსტიციის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი მიმდინარე კვირის ბოლომდე გეგმავს საბოლოო პოზიციების შეჯერებას, თუ ვინ იბრძოლებს მმართველი გუნდის სახელით დედაქალაქის 8 საარჩევნო ოლქში.

წინასწარი ინფორმაციით, საბურთალოს სამაჟორიტარტო ოლქში ივანიშვილის გუნდი ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს წარადგენს; ისნის რაიონში მოქმედი დეპუტატი, სპორტსმენი ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებს; დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ საარჩევმო ოლქში არჩევანი ივლიანე წულაიასა და რიმა ბერაზეს შორის გაკეთდება. სხვა ოლქების სამაჟორიტარო კანდიდატების შესახებ კულუარული ინფორმაციები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

30 სამაჟორიტარო ოლქიდან 8 თბილისში, ხოლო დანარჩენი 22 მაჟორიტარი საქართველოს რეგიონებიდან შეირჩევა.