რატომ ემალებოდა მიხეილ სააკაშვილი კონდოლიზა რაისს და რა მიუტანა შეხვედრაზე დიმიტრი მედვედევს?!
რატომ ემალებოდა მიხეილ სააკაშვილი კონდოლიზა რაისს და რა მიუტანა შეხვედრაზე დიმიტრი მედვედევს?!

A+ A-

12:24 06/07/2020

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი თანაავტორი, გაურკვეველ ვითარებაში, თვითმკვლელობით გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების პირველ შეხვედრას და პეტერბურგში  განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

კიწმარიშვილი, რომელიც „ვარდების ხელისფლებამ“ რუსეთში ელჩად მიავლინა, წერს, რომ სააკაშვილი, რომელიც უცნაურად იქცეოდა, დიმიტრი მედვედევთან საქართველოს რუკით და არაზუსტი ციფრებით მივიდა.

კიწმარიშვილი ასევე წერს, რომ ნატოსთან დაკავშირებით საკააშვილი პოზიციების გადახედვას გეგმავდა.

„პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სააკაშვილი და მედვედევი პირველად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ვიმედოვნებდი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტები ახალ ურთიერთობებს ჩაუყრიდნენ საფუძველს. სააკაშვილს შეხვედრის წინ მედვედევის ფსიქოლოგიური პორტრეტი მოვუმზადე. შევხდი მრავალ ადამიანს, ვისაც ამ მიმართულებით, რაიმე ინფორმაციის მოწოდება შეეძლო. მათ შორის ცნობილ ჟურნალისტს, ნიკალაი სვანიძეს, რომელიც მედვედევზე წიგნს წერდა. მედვედევი სამაღლით 162 სანტიმეტრია, მას ამის გამო კომპლექსი აქვს. სააკაშვილს დავუწერე, რაში გამოიხატებოდა მისი ეს ხასიათი. მივუთითე როგორ ესაუბრა მასთან მეგობრულად, ისე, რომ პრეზიდენტს ფამილარობად არ მიეღო. ყველაფერი ჩამოვუთვალე, რა მოსწონს რა აღიზიანებს, თუ როგორ საათს ატარებდა და რა მუსიკას უსმენდა. სააკაშვილმა ბუნებრივია, ეს არ წაიკითხა, მისთვის ყოველდღიური მუშაობა უცხოა, ასეთი რამ არ იცის. თუ სადმე ლენტი არ აქვს გასაჭრელი, იმ დღეს ან მინისტრების გამოცვლას იწყებს, ანაც არაფერს აკეთებს. მას არასდროს ჰქონია მოქალაქეთა მიღების დღე ან საათი.

პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს, მთელი რუსეთი ეიფორიაში იმყოფებოდა. ამ დროს მათმა ჰოკეისტებმა ევროლიგა მოიგეს, რუსმა მომღერალმა დიმა ბილანმა ევროვიზიაზე გაიმარჯვა, ნავთობის ფასმა ბარელზე 140 დოლარს მიაღწია და აქედან კოლოსალური შემოსავლები ჰქონდათ. ამ ფორუმსაც დავოსის ალტერნატიულ აღმოსავლურ პროექტად განიხილავდნენ. აქტიურად აწარმოებდნენ პეტერბურგის, რუსეთის მეორე დედაქალაქის ე.წ პრომოუშენს. პეტერბურგში ჩავიდა დსთ-ს ყველა ლიდერი და გავლენიანი ბიზნესმენი, რაც რუსებს ეამაყებოდათ.

ფორუმი ორი დღე გრძელდებოდა. პირველ დღეს ყველა ქვეყნის პრეზიდენტი სათითაოდ ხვდებოდა მედვედევს. მეორე დღეს უშუალოდ ფორუმზე მედვედევს დიდი გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი გაზპრომის სტენდთან და ამის შემდეგაც პრეზიდენტები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავდნენ. ბუნებრივია, ეს ფორუმი ინვესტიციების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მე დანიშნულ დროს სააკაშვილის დასახვედრად აეროპორტისკენ გავემგზავრე. აეროპორტში მისული არ ვიყავი, პრეზიდენტმა თვითმფრინავიდან დამირეკა, სასწრაფოდ საქართველოს რუკა მჭირდებაო. ნუ კაი ჭირდება, ჭირდება. დავურეკე საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც მაშინ პეტერბუგში იყვნენ, სადღაც რაღაცას მიაგნეს და ინტერნეტიდან ამობეჭდეს რუკის ერთი ფურცელი ა-4 ფორმატზე. პროტოკოლითაა გათვალისწინებული, რომ მე პრეზიდენტს აეროპორტში უნდა დავხვდე და მასთან ერთად წამოვიდე სააკაშვილისთვის განკუთვნილ რეზიდენციაში. ჩემთვის ვფიქრობდი, მივალთ რეზიდენციაში და მიიღებს რუკას, ცაში სად მივადგე, ან რა საქართველოს რუკა მოუნდა. ეტყობა რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდა.

“პულკოვოს” აეროპორტში რიგრიგობით ეშვებიან პრეზიდენტების თვითმფრინავები. სხვებთან შედარებით ჩვენი თვითმფრინავი არის ყველაზე პატარა, ზოგს აქვს ტუ-154, ზოგს დიდი ბოინგი, მაგალითად ყაზახეთის პრეზიდენტის დელეგაცია დაახლოებით საათნახევარი იცლებოდა.

ჩვენი პრეზიდენტის თვითმფრინავი ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მოკრძალებულად გამოიყურება. სამაგიეროდ, მისი დელეგაცია არ გამოიყურებოდა მოკრძალებულად.  მასთან ერთად ჩამოფრინდნენ: მისი თანაშემწე ნატო ყანჩელი, გაურკვეველი სტატუსის მქონე ალანა გაგლოევა - მისი პრესმდივანი თუ მდივანი, ასევე სააკაშვილის გრიმიორი ქალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, მისი მოადგილე გია ვაშაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი.

ასევე, პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ელჩი სპეციალურად პრეზიდენტისთვის გამოყოფილ ავტომანქანაში უნდა ჩაჯდეს, რომელსაც დაცვის ესკორტი მიაცილებს. სააკაშვილმა კიდევ დაადო თავი და გარბის მანქანისკენ.

მიშა, მე რა ვქნა, გამოგყვე?_ დავუძახე მას.

ჰო, ჰო, აბა, რა უნდა ქნა,_მითხრა და მეც მის მანქანაში ჩავჯექი.

ბუნებრივია, ამ მანქანაში მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ისაუბრებ. შესაძლოა,  საუბარი იწერებოდეს.

ფორმატით მედვედევთან შეხვედრაზე პრეზიდენტი და კიდევ ორი პირი უნდა წავიდეს. ვიცი რომ როგორც ელჩი მე უნდა წავიდე, მაგრამ მეორე მხრივ, არ ვიცი სააკაშვილთან ერთად კიდევ ვინ წამოვა, იმიტომ რომ სააკაშვილი ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს - ეს იმ ოპერიდან, რამდენად პროფესიულად მომზადებული საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი ჩამოდის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და მედვედევთან შეხვედრაზე მიჰყავს მისი მოადგილე გრიგოლ ვაშაძე. რაც სერიოზული სკანდალია და ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ამ გოგოს არ ენდობოდა.

წავედით მე, ვაშაძე და სააკაშვილი. შევდივართ დიდ სასახლეში, სადაც გველოდება 30-40 ჟურნალისტი. გაისმის ფოტოაპარატების ჩხაკუნი. ველოდებით ჩვენ რიგს. გრაფიკით, ჩვენ ბოლო პრეზიდენტის წინ უნდა შევხვედროდით მედვედევს. ბოლო იყო ნაზარბაევი თუ იუშენკო. 

რამდენიმე წუთის შემდეგ, პროტოკოლმა შეგვიყვანა დარბაზში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი შემოვიდა. მოგვესალმა ჯერ სააკაშვილს, მერე ვაშაძეს და მე. მათი მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ, ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკურ საკითხებში პრიხოდკო და პროტოკოლის წარმომადგენელი, რომელიც საუბრის ჩანაწერს აკეთებდა.

გარეგნულად მედვედევი დაძაბული არ ჩანდა. პრეზიდენტები საუბრობენ, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩუმად ვართ. საუბარი მედვედევმა დაიწყო. მან თქვა, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ბევრი პრობლემაა და სურვილი მაქვს ეს პრობლემები გადავწყვიტოთო. შემდეგ ცოტა ხნით, კიდევ ისაუბრეს ეკონომიკაზე, ინფლაციაზე და მერე ძირითად თემაზე გადავიდნენ.

სააკაშვილმა აი, ის რუკა ამოიღო და გაშალა. ახლა გავიგე თურმე ეს რისთვის ჭირდებოდა და ამ ფურცელზე ხატავს. აი ეს არის ოსეთი, აქ ცხოვრობს რაღაცა 30 000 კაცი, აი ეს არის აფხაზეთი, აქ 60 ათასი კაცი ცხოვრობს. ოჩამჩირეში ცხოვრობს სულ 5 ათასი კაცი, - უხსნის მედვედევს. მედვედევს ეჭვი შეეპარა მიშას დასახელებული  ციფრების სიზუსტეზე და საუბარი შეაწყვეტინა. მან საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე, სააკაშვილს ეს ციფრები ჩაუსწორა.

სამწუხაროდ, სააკაშვილმა ამ საკითხში დილეტანტიზმი გამოავლინა და გამოჩნდა, რომ მედვედევთან სასაუბროდ არ მომზადებულა.

შემდეგ მან რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ ოჩამჩირეში რკინიგზის გაყვანაზე გამოთქვა პრეტენზია, რაზეც მედვედევმა უპასუხა, რომ ერთი თვის, თვენახევრის  განმავლობაში გაიყვანდა ამ ჯარებს. მიშამ მზადყოფნა გამოთქვა, აფხაზებთან და ოსებთან სამშვიდობო ინიციატივების გაღრმავებაზე, რაზეც მედვედევმა, თქვა რომ მიესალმებოდა ასეთი პროცესის დაწყებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა, შეასრულეთ საერთაშორისო ვალდებულებები, შეიარაღებული ძალები გამოიყვანეთ კოდორის ხეობიდან და სააკაშვილს ხელი მოეწერა ალასანია-ბაღაფშის შეთანხმებაზე, რომელიც ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს. მედვედევის თქმით, დაძაბულობის მოსახსნელად ეს ღონისძიებები საკმარისი იქნებოდა.

სააკაშვილმა კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობაზე წამოიწყო საუბარი. მედვედევმა მას ჰკითხა, როგორ წარმოგიდგენია ჩვენი კეთილმეზობლობა თუ თქვენს ტერიტორიაზე განლაგდება სამხედრო ბაზები, საიდანაც რუსეთს რაკეტებს დაუმიზნებენ? მას ნატო არ უხსენებია, მაგრამ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისკენ ჩვენს სწრაფვაზე მიგვანიშნა.

საპასუხოდ სააკაშვილმა 3-4 წუთი გაურკვევლად ისაუბრა, პირდაპირ პასუხს ვერ ამბობდა. ბოლოს თქვა, რომ - კი, ჩვენ მზადა ვართ ყველაფერი გადავსინჯოთ, გადავსინჯოთ ჩვენი მიდგომებიო. ფაქტიურად, მიშამ ირიბად უთხრა, რომ მე მზად  ვარ ნატოზე უარი ვთქვა თუ გადამაწყვეტინებ ჩემს პრობლემებს.

ისეთი განცდა მქონდა, რომ სააკაშვილი უმიზნოდ ბევრს ლაპარაკობდა. ის საერთოდ არ იყო მომზადებული ამ შეხვედრისთვის.  საპირისპირო მხარეს იყო მედვედევი, რომელიც სააკაშვილთან შეხვედრამდე 4-5 პრეზიდენტს შეხვდა, ფურცლებში არც იყურებოდა, ჩახედვაც არ ჭირდებოდა, ყველაფერი გაზეპირებული ჰქონდა.

შეხვედრა დაგეგმილი 30 წუთის ნაცვლად, 55 წუთი გაგრძელდა. პროტოკოლის თანამშრომელმა ოთხჯერ შემოაღო კარი, შემდეგი პრეზიდენტი მედვედევთან შესახვედრად უნდა შემოსულიყო. სააკაშვილმა თხოვა მედვედევს, რომ კიდევ შეხვედროდნენ სასაუბროდ. მედვედევი დათანხმდა, ოღონდ ეს შეხვედრა მოვამზადოთ, ამისთვის კი შეასრულეთ ვალდებულებებიო.

სააკაშვილმა შეხვედრის ბოლოს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტისგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდ გარღვევას ელოდებოდა. ამაზე პირდაპირი თანხმობა ვერ მიიღო. მან შეხვედრაზე ვერ მოისმინა,  თუ როდის მოგვცემდა რუსეთი აფხაზეთს ან მოგვცემდა კი საერთოდ?

ასეთი გარღვევა, ასე ერთბაშად რომ არ მოხდებოდა, ჩემთვის დღესავით ნათელი იყო. შეხვედრის შედეგად უკმაყოფილო არ ვიყავი. მედვედევმა თანხმობა გამოთქვა,  სააკაშვილთან კიდევ ერთ შეხვედრაზე, რაც ჩემი აზრით, ომს თავიდან აგვაცილებდა.

რაც შეეხება პრობლემების გადაწყვეტას, ვფიქრობდი, რომ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნით შეგვეძლო დაგვეწყო. სააკაშვილი დილა საღამოს რუსეთს აგინებდა, ასევე იქცეოდნენ ჩვენი პოლიტიკოსების საპასუხოდ რუსებიც და დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. მანამ პოლიტიკური კლიმატი არ დათბებოდა, მეტის მოლოდინი ცოტა არარეალურად მეჩვენებოდა.

სააკაშვილი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ გაღიზიანებული იყო და სულ იღრინებოდა. იმუქრებოდა, რომ კონფლიქტის ზონაში განთავსებულ რუს სამხედროებს სამშვიდობო მანდატს ცალმხრივად გაუუქმებდა და ოკუპანტებად გამოაცხადებდა.

მე მიშას ვარწმუნებდი, რომ ამის გასაკეთებლად აჩქარება არ ივარგებდა, ვინაიდან ჯერ ერთი, მიშამ არ იცოდა ამაზე ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიცია და შესაძლოა, ამ ნაბიჯს უფრო გაერთულებინა ჩვენი მდგომარეობა.

სააკაშვილს და ლომაიას ერთი სანერვიულო ჰქონდათ, თუკი რუსები მდინარე ენგურის გასწვრივ გამაგრდებოდნენ, ესენი სამხედრო მარშს ვეღარ განახორციელებდნენ.

რუსებმა დიდი ხნის წინ გაიგეს, რომ ჩვენ აფხაზეთში ომის დაწყებას ვაპირებდით. ამაზე გრიგორი კარასინმა პირდაპირ მითხრა, მანამ სანამ იარაღის ჟღარუნს არ შეეშვებით, ნუ გვთხოვთ პასუხს თუ რატომ შეხვდა პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშს, ან რატომ შევიყვანეთ კონფლიქტის ზონაში სარკინიგზო ჯარები.

მიშა კახა ლომაიასთან მომავალ გეგმებს აწყობდა, რომელიც მშვიდობას არ უკავშირდებოდა.

მედვედევთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილს მეთიუ ბრაიზამ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ დაურეკა. სააკაშვილმა ტელეფონის ზარს არ უპასუხა. ამ დროს ბრაიზაც პეტერბურგში იმყოფებოდა. მან შემდეგ მორიგეობით დაურეკა ლომაიას, ნატა ყანჩელს და მას არც ამათმა უპასუხეს.

მიშა დაბრუნდა მისთვის გამოყოფილ რეზიდენციაში და გარემოცვის რომელიღაც წევრთან ორი საათით იქ ჩაიკეტა.

შუაღამისას ყველანი ერთად ნევის პროსპექტზე, ვიღაც სომხის იტალიურ რესტორანში წავედით. აქ მთელი ორი საათი ვისხედით და ამ ხნის განმავლობაში, მიშას დაცვა ქუჩაში იდგა, რაც საკმაოდ უსიამოვნო სანახავი იყო. ასეთი ფორმით ნევის პროსპექტზე, ქალაქის ცენტრში თითქმის აღარავინ დადის.

რესტორნიდან მე გვიან ღამით სპეციალურად ბრაიზასთან შესახვედრად წავედი.

მას ვუთხარი, რომ მიშა რუსეთთან საბოლოო კონფრონტაციაზე წასვლას აპირებს, შენს ტელეფონს არ აიღებს და იქნებ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს დაარეკინო-მეთქი.

ფორუმის მეორე დღისთვის ადრიანად მოვემზადე. დილით კი გავიგე, რომ სააკაშვილს ღამით რაღაცამ მოუარა, დაქოქა თვითმფრინავი და თბილისში გავარდა. ეს რუსებს ბუნებრივია ეწყინათ, რაც მითხრეს კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ფორუმი უცერემონიოდ მიატოვა, რუსულმა ტელევიზიებმა მასზე დადებითი, საკმაოდ ნორმალური სიუჟეტები გაუშვეს. ხაზგასმულად კორექტული იყო “ორტ.”

მოგვიანებით, გავიგე, რომ მიშა ერთი კვირა რაისსაც ემალებოდა. მან რამდენჯერმე სახელმწიფო მდივნის ზარსაც არ უპასუხა.

ცოტა ხნის შემდეგ რაისი მას ბერლინში შეხვდა. ცოტა მოგვიანებით, რაისი იძულებული გახადა, რომ თბილისში ჩამოსულიყო. მიშა მსოფლიოს აგიჟებდა და ყველას აქეთ-იქით დაარბენინებდა. ივნისის დასაწყისში სააკაშვილი ცოტა დამშვიდდა“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებეში.

გაგრძელება იქნება

1. ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

2. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

3. "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

4. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

5.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

6. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

7. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

8. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

9. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

10. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

11.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

12. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

13.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

14.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

15. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

16. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"

17. "რუსთავი 2"-ის შენობას ე.წ "მუხა" ესროლე, მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით..."- ეროსი კიწმარიშვილი

18. რატომ მიატოვა გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ნიკა ტაბატაძემ "რუსთავი 2" და ვის მიყიდა არხის წილი?

19. როგორ გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიას პრემიერობიდან გადაყენებას და რაში იხდიდა 220 მილიონ დოლარს?

20.ასე იწყებოდა "ვარდების რევოლუცია" აჭარაში - რაზე თქვა უარი ასლან აბაშიძემ?

21."ჩემს წინააღმდეგ ზურაბ ჟვანის თანაშემწეს რედაქციებში ცილისმწამებლური წერილები და 500 დოლარი ერთად დაჰქონდა"