3 მუშკეტერი საქართველოდან - BBC ქართველ ინფექციონისტებს სტატიას უძღვნის
3 მუშკეტერი საქართველოდან - BBC ქართველ ინფექციონისტებს სტატიას უძღვნის

A+ A-

12:07 06/07/2020

საქართველო კორონავირუსთან მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ამის შესახებ BBC სტატიას აქვეყნებს, სადაც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის არაწევრ 15 სახელმწიფოთაგან ერთ-ერთია, რომელიც საკმარისად უსაფრთხო აღმოჩნდა პანდემიის შეკავების კუთხით და ყველაზე ადრეულ პერიოდში დაიმსახურა ევროგაერთიანებისგან საზღვრების გახსნის პროცედურის ამოქმედება.

ქვეყანაში, სადაც 3.7 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, კოვიდ -19-ისგან 1000-ზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული. მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილნი არიან „სამი მუშკეტერის“ სახელით ძალზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ იმ უმძიმესი გაწეული სამუშაოს ფონზე, რომლითაც ქვეყანამ შეძლო წარმატებული და სწრაფი მოქმედება კორონავირუსული პანდემიის შესაკავებლად.

შედარებისთვის, კოვიდ 19 მეზობელ სომხეთში დღემდე მძვინვარებს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 28 936, ხოლო ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 491-ია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა, მთავრობის რეაგირება კი იყო ძალზე სწრაფი. მარტის შუა რიცხვებისთვის ყველა სკოლა, უნივერსიტეტები და უმრავლესი ბიზნეს საქმიანობა შეჩერდა, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დროებით გააუქმეს. 21 მარტიდან დიდი თავყრილობები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებებლი აიკრძალა. ღამით კი კომენდანტის საათი მოქმედებდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მთავარი ექიმები ძალზე დიდ პატივისცემას იმსახურებენ მოქალაქეთა მხრიდან მათ მიერ განხორციელებული გადაწყვეტილებების გამო. აღნიშული ტრიო შედგება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანლის, პაატა იმნაძისა და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძისგან. 

კიდევ ერთი წარმატებული და ცნობილი ფიგურა დაავადებასთან ბრძოლაში გახლავთ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია.

"პოლიტიკური პოლარიზაციის მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა კორონავირუსთან ბრძოლის ძალისხმევას. უდიდესი გამოცდა იყო აღდგომის კვირა დღე, როდესაც შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ ღვთისმსახურებას ეკლესიებში ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადამიანი დაესწრებოდა. ქვეყნის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა ზიარების დროს საერთო კოვზის გამოყენებაზე, თუმცა ხალხის უმრავლესობა მეცნიერების რჩევებს მიჰყვა და სახლში დარჩა,"- ნათქვამია სტატიაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე კვლევის 19 ლაბორატორია არსებობს. საქართველოში საერთო ჯამში 30 000 ტესტი ჩატარდა ყოველ მილიონ ადამიანზე. გამოჯანმრთელებულთა ხვედრითი წილი კი 86 %-მდე გაიზარდა. გარდაცვილთა რიცხვი კი 15 ადამიანს შეადგენს.

მთავრობის დადგენილებით, ის პირი რომელიც სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობას დაარღვევდა 1000 $-ით ჯარიმდებოდა, ხოლო ბიზნესს კომპანია კი 3000 $-ით.

"newposts"