კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11.5 მილიონს გადააჭარბა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11.5 მილიონს გადააჭარბა

A+ A-

11:51 06/07/2020
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ყოველდღიურად, რეკორდული მაჩვენებლით იზრდება. ბოლო მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11.5 მილიონს გადააჭარბა.
 
უკვე რამდენიმე დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი რუსეთს უსწრებს, ხოლო ლიდერთა სიაში პერუმ ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო.
 
როგორც “Worldometers”-ის სტატისტიკით ირკვევა, რომ მხოლოდ გასულ 24 საათში, მსოფლიოს მასშტაბით, 180 ათასამდე ადამინი დაინფიცირდა, 4 ათასამდე კი გარდაიცვალა. უახლესი მონაცემებით, დღეისათვის სულ ინფიცირების 11 564 518 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 536 906 პაციენტი.
 
მსოფლიოში ყველაზე დიდი ზიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიადგა. ამ დროისთვის იქ ინფიცირების 2 982 928 ფაქტია გამოვლენილი და ყოველდღიურად, 55 ათასზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა დასტურდება. ქვეყანაში გარდაცვლილია 132 569 ადამიანი, მათგან 300-მდე მხოლოდ გასულ 24 საათში გარდაიცვალა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვინაიდან აშშ სხვა ქვეყნებზე უკეთეს ტესტირებას ატარებს. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაგვიანებულ რეაქციაში დაადანაშაულა და მას დაფინანსება შეუწყვიტა.
 
აშშ-ის შემდეგ ლიდერთა სიაში მეორე ადგილს კვლავ ლათინო-ამერიკული ქვეყანა ბრაზილია იკავებს. სტატისტიკის მიხედვით, ბრაზილიაში ყოველდღიურად, 30 ათასამდე ინფიცირების ახალი ფაქტი ვლინდება. იქ ვირუსი უკვე დადასტურებული აქვს 1 604 585 ადამიანს, მათგან 65 ათასამდე უკვე გარდაიცვალა. ბრაზილიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლოა ქვეყანაში უფრო მეტი ინფიცირებულიც კი იყოს, თუმცა მათ საკმარისი ტესტები არ აქვთ, ყველა შემთხვევის გამოსავლენად.
 
მესამე ადგილს სიაში უკვე რამდენიმე დღეა ინდოეთი იკავებს. იქ ინფიცირების 698 233 და გარდაცვალების 19 703 შემთხვევაა გამოვლენილი.
 
ინდოეთის შემდეგ, მეოთხე ადგილს უკვე რუსეთი იკავებს. იქ, ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე, დადასტურებულია ინფიცირების 681 251 შემთხვევა და გარდაცვლილია 10 161.
 
დღევანდელი მონაცემებით, ლიდერთა ხუთეულში მეხუთე ადგილს პერუ იკავებს. მონაცემების მიხედვით პერუმ გადაუსწრო დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ესპანეთს და სხვა ლიდერ ქვეყნებს, რომლების რამდენიმე თვის წინ, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, კორონავირუსის ეპიცენტრად წარმოადგენდნენ. პერუში დადასტურებულია ინფიცირების 302 718 შემთხვევა და გარდაცვლილილია 10 589 ადამიანი, ამ მონაცემებითაც პერუ რუსეთსაც კი უსწრებს.
 
შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩიენთში ქალაქ უხანში გამოვლინდა და 213 ქვეყანაშია გავრცელებული.
 
მსოფლიოს მასშტაბით, უკვე გამოჯანმრთელდა 6 539 045 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთაგან 4 488 567 პაციენტი კვლავ ებრძვის უხილავ მტერს.