იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ვაკანტურ პოზიციაზე 6 კანდიდატი დარეგისტრირდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ვაკანტურ პოზიციაზე 6 კანდიდატი დარეგისტრირდა

A+ A-

11:15 06/07/2020

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, ამ დროისთვის, 6 კანდიდატია დარეგისტრირებული. 

აღნიშნულ პოზიციაზე დარეგისტრირება მსურველებს 8 ივლისამდე შეეძლებათ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობა  ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა დატოვა და აქტიურ პოლიტიკაში გადაინაცვლა.

ცნობისათვის, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით იყო წარდგენილი, შესაბამისად ახალმა წევრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის "პოლიტიკური გემოვნება" უნდა დააკმაყოფილოს.