კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

A+ A-

11:25 06/07/2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, ახალი პაციეტნები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

„ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გვქონდა 951 და ახლა არის 953. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა ორით და „კოვიდ-19“ უკვე დაამარცხა სულ 830-მა.

ორი ახალი პაციენტიდან, ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ორივე იმპტორტირებული შემთხვევაა. ბოლო ორ კვირაზე მეტია, ჩვენ ძირითადად გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ძირითადად სატვირტთო ავტომობილების მძღოლები არიან, შიდა გავრცელება ძალიან მინიმალური გვაქვს, რაც დამაიმედებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ ინფიცირებულების 87 პროცენტია, კოვიდ-ცენტრებში კი ამჟამად 108 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ახალი პაციენტი არ მიუღია და ცენტრში ისევ 24 დადასტურებული შემთხვევა რჩება.

„ყველას მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი უმეტესი ნაწილი საშუალო და საშუალოზე მსუბუქი მდგომაროებითაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.