სოზარ სუბარი, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია - ვის ჩააბარებს „ოცნება“ „უპორტფელო“ მინისტრის პორტფელს?!
სოზარ სუბარი, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია - ვის ჩააბარებს „ოცნება“ „უპორტფელო“ მინისტრის პორტფელს?!

A+ A-

11:00 06/07/2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად „ქართული ოცნება“ სოზარ სუბარის, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას კანდიდატურებს განიხილავს.
 
ქეთევან ციხელაშვილის შემცვლელი ორ მოქმედ დეპუტატსა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებსა და ყოფილ მინისტრს შორის შეირჩევა.
 
„2020NEWS“- ის ინფორმაციით, ახალი „უპორტფელო მინისტრის“ ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
 
შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიაში საქართველოს ელჩად დანიშვნის შემდეგ, მინისტრის პოსტი ვაკანტური დარჩა. ციხელაშვილი ახალი უფლებამოსილების შესრულებას 15 ივნისიდან შეუდგა.
 
მის ფუნქციაში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის წარმომადგენლობაც შევა.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას ამ დროისთვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური ასრულებს.
 
ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა.
 
2012-2016 წლებში, მას ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.