"ქართული ოცნების" მმართველობის სტილი არის ხალხის პრობლემების სრული იგნორირება და ზრუნვა თავის ჯიბეზე"
"ქართული ოცნების" მმართველობის სტილი არის ხალხის პრობლემების სრული იგნორირება და ზრუნვა თავის ჯიბეზე"

A+ A-

13:20 04/07/2020

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი შაშკინი პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩენილ ფიტნეს დარბაზების პერსონალს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

როგორც დიმიტრი შაშკინი აცხადებს, თბილისის მასშტაბით დაახლოებით 900-მდე სპორტ დარბაზის მწვრთნელს ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან რამდენიმე მთავარი მოთხოვნა აქვს, მიიღონ პასუხები კითხვებზე, რატომ არის მაღალი რისკის მატარებელი საქართველოში სპორტ დარბაზები, რა უნდა გაკეთდეს რომ ნორმის მიხედვით შეძლონ მუშაობა და როდის შეეძლებათ დარბაზების გახსნა.

"ქართული ოცნების" მმართველობის სტილი არის ხალხის იგნორი, ხალხის პრობლემების სრული იგნორირება და ზრუნვა თავის ჯიბეზე. ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე ჩატარდა 2 საპროტესტო აქცია. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ითხოვდნენ პასუხს იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ აწუხებთ.

უკვე 3 თვეა, ფიტნეს-ცენტრების თანამშრომლები არიან უმუშევრები. მათ აინტერესებთ, რატომაა მაღალი რისკის მატარებელი სპორტდარბაზები და როდის მოხერხდება ეპიდემიოლოგიური ნორმების მიხედვით დარბაზების გახსნა, თუმცა ისინი ხელისუფლებისგან პასუხს ვერ იღებენ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.