ავტოსაგზაო შემთხვევას მეათეკლასელი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას მეათეკლასელი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა

A+ A-

12:48 04/07/2020

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა.

მოზარდს სენაკიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი "ტოიოტას" მარკის ავტომობილი  დაეჯახა, რომელიც საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ხობში მცხოვრები მე-10 კლასის მოსწავლეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.