გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩვილის დედის ორსულობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩვილის დედის ორსულობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა

A+ A-

12:39 04/07/2020

კასპში გარდაცვლილი ახალშობილი ბავშვის დედა ჯერჯერობით დაკავებული არ არის და არც ბრალი აქვს წარდგენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ექსპერტიზა დანიშნა, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა 30 წლის ქალს ეს ბავშვი და იყო თუ არა ცოცხალი ახალშობილი, როდესაც ის საპირფარეშოში ჩააგდეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ ქალი კასპის კლინიკაშია მოთავსებული. მისივე თქმით, ქალის ორსულობის შესახებ მეზობლებმაც არ იცოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ქალის ორსულობის შესახებ ქმარიც არ იყო ინფორმირებული.

შს სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.