მე-6 სართულიდან გადმოვარდნილ 3 წლის ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება
მე-6 სართულიდან გადმოვარდნილ 3 წლის ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

A+ A-

11:00 04/07/2020

მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ მძიმეა.

არსებული ინფორმაციით​ მცირეწლოვანს ამ წუთებში კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება.

„მდგომარეობა შემოსვლის წუთიდან ძალიან მძიმე იყო. ბავშვი ისევ საოპერაციოშია შეყვანილი, ქალატვინის ტრავმა, ტრამვულიშოკი იყო და დილით ისევ საოპერაციოში შეიყვანეს, ოპერაციას ნეიროქირურგი აკეთებს“, – აცხადებს ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

შეგახსენებთ, თბილისში, პეტრე იბერისქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

”prime time”