ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად - კობახიძე
ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად - კობახიძე

A+ A-

16:05 03/07/2020

ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად. ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, სკანდალური ციხის კადრების ერთ-ერთი ფიგურანტის, დავით ჭაკუას ექსტრადირების საკითხს.

მისი თქმით, ჭაკუა უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული და მისი ექსტრადიცია შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება

„ის იყო რეჟიმის ერთ- ერთი მძიმე წარმომადგენელი, რომელიც ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს, ისინი ხელყოფდნენ ადამიანების ღირსებას. სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაინც აღსრულდა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ განახორციელეს ამ მძიმე დამნაშავის ექსტრადიცია. ეს ფაქტი შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა ჩვენ საქმე 2012 წლამდე. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება.