საზოგადოება ოპოზიციაზე გაბრაზებულია - თალაკვაძე
საზოგადოება ოპოზიციაზე გაბრაზებულია - თალაკვაძე

A+ A-

14:34 03/07/2020
საზოგადოება ოპოზიციაზე გაბრაზებუყლია, რადგან საჯაროდ ატყუებდნენ მათ. ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია "ნაციონალური მორაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის დღევანდელ განცხადებას.
 
მისივე განმარტებით, რომან გოცირიძეც, პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარ თავზე და პარტიაზე გაბრაზებული, ვინაიდან მათ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ.
 
"ვფიქრობ, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის გაბრაზებული, რომ ეს ორი პარტია, ძველი ოპოზიცია - "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ ატყუებდა საზოგადოებას, ისინი ყოველ დღე საჯარო განცხადებებით ეუბნეოდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და საღამოს ეუბნეოდნენ, რომ დიახ, ჩვენ ხმა არ მივეცით საარჩევნო სისტემის ცვლილებას. გუშინ კარგად დაინახეთ, რომ ძველი ოპოზიცია საერთოდ არ ესწრებოდა განხილვებს, შესაბამისად, ეს ღიად არის განაცხადი, რომ ისინი მეორეჯერაც სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარებაში. ამ პროცესმა გააკეთა სრული ლუსტრაცია, ვინ არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც შეუძლია მომავლის პოლიტიკაში მონაწილეობა და საკუთარ დაპირებებზე პასუხიგებლობის აღება. თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის, ბატონი გოცირიძეც, პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარ თავზე და პარტიაზე გაბრაზებული, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ,"- განაცხადა თალაკვაძემ.
 
შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ლიდერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ესმის, რის გამოც, შესაძლოა ოპოზიციამ სასამართლოსაც კი მიმართოს.