საერთაშორისო საზოგადოებამ წითელი ხაზი გადაკვეთა! პროპორციული სისტემა სახიფათოა! - ხაინდრავამ დასავლეთს შეუტია
საერთაშორისო საზოგადოებამ წითელი ხაზი გადაკვეთა! პროპორციული სისტემა სახიფათოა! - ხაინდრავამ დასავლეთს შეუტია

A+ A-

14:42 03/07/2020

საარჩევნო  სისტემის ცვლილება, რომლის მიხედვითაც  2020  წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული პრინციპით უნდა ჩატარდეს, საქართველოსთვის სახიფათოა. ამის შესახებ კინორეჟისორმა დაქართული ოცნებისაქტიურმა მხარდამჭერმა, გოგა ხაინდრავამ  საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესის თვალსაზრისითm ქვეყანამ უკვე მიიღო ზიანი და თვეების განმავლობაში  საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობიდან სიცრუეს ისმენდა.

“პოლიტიკურ ველზე ძალიან სერიოზული ცვლილებებია,  ვგულისხმობ საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელიც წლების განმავლობაში ადგილიდან არ იძვროდა. 

ჯერჯერობით,  ვერ ეტყვით, რა სარგებელს  მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ ჩემი თვალთახედვით,  ეს ცვლილება სახიფათოა.

ჩემი ღრმა რწმენით, ქართული პოლიტიკური ველი არ არის მზად ამ ცვლილებისთვის და  ესეთი ტიპის საარჩევნო სისტემა რამდენად იქნება გამოსადეგი საქართველოსთვის, ამას მომავალში ვნახავთ, ვგულისხმობ ახლა პროპორციულ ნაწილზე დიდ წილად გადასვლას და მომავალში სრულ პროპორციულზე გადასვლას. ეს ძალიან სახიფათო სისტემაა ბევრ ევროპულ ქვეყანაში . ამის გამო პრობლემებია რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითიც  იტალიაში , ისრაელში.

ისრაელში საერთოდ მთავრობაც  კი ვერ ჩამოაყალიბეს და ორი პრემიერ-მინისტრი ყავთ, ორი კაბინეტი აქვთ, არადა ეს ქვეყანა  მეტ-ნაკლებად  ტრადიციული ქვეყანაა პოლიტიკური ცხოვრები.

საქართველოში ამის ტრადიცია არ არსებობს, ამიტომ ზიანი სახეზეა ,რომელიც ჩვენ   ამ პროცესისგან მივიღეთ.: თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ცილისწამების ნიაღვარს, დაბეზღებასა და სიცრუეს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობიდან საქართველოს მისამართით ისმოდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანას აზიანებს.

ამ ცილისწამების ავტორები  თვლიან, რომ ამ დაბეზღებით აზიანებენ კონკრეტულ პარტიასა და კონკრეტულ პიროვნებას .

მე ვთვლი, რომ ეს აზიანებს საერთოდ საქართველოს, მის დღევანდელობასა და მომავალს იმიტომ, რომ როდესაც ამდენ ნეგატიურს ლაპარაკობენ , ამდენი გაუგებარი ბრალდებები ისმის  ერთი პატარა ქვეყნის მიმართულებით, ეს არაფერ კარგს არ უქადის ამ ქვეყანას“, -  განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ გააკრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები და განაცხადა, რომ კონგრესმენების, სენატორების მწვავე განცხადებები  მათი  „სისუსტეა“,  რადგან ინფორმაციების გადაუმოწმებლად აკეთებენ განცხადებებს და ამით საქართველოს  აზარალებენ.

,,დავუბრუნდები პოლიტიკური სპექტრის არ არსებობის ნაწილს. ყველაზე სახიფათო დღეს, რაც  საზოგადოებაში ხდება, ეს არის მედიისა და პოლიტიკის სრული კრიმინალიზაცია, რომლის მოსწრენიც ჩვენ დღეს ვართ.

პოლიტიკას ამოფარებული ვიგინდარები, მედიას ამოფარებული კრიმინალები - მორალს სპობენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მოწმენი შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი , რომელიც კი შეიძლება ყოფილიყო.

ამ პროცესმა ძალიან ღრმად გაიდგა ფესვები და ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა,  რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად ბანდიტი, კრიმინალი და ყაჩაღია.  მის წინააღმდეგ  იყო ძალიან მძიმე კრიმინალური საქმეები აღძრული და  უამრავი ადამიანია, რომელიც დღესაც ითხოვს მის პასუხისგებაში მიცემას.

 ეს იცის მთელმა საქართველომ, ამის შესახებ ცნობილია ყველასთვის და მიუხედავად ამისა ეს კრიმინალური დაჯგუფება, თავს პოლიტიკურ გაერთიანებად ასაღებს.

მე არ მახსოვს არც ერთი მსგავსი პრეცედენტი,არც ერთი პიროვნების მიმართ , მათ შორის, არც სააკაშვილის , რომელიც მათი ჯგუფის ლიდერია, არც ვთქვავთ მერაბიშვილის ან უგულავას მიმართ, რომლებიც  ,,ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ,. რამდენად იყვნენ ესენი პოლიტიკოსები ყველამ კარგად იცის.

ასეთი პრეცედენტი მე არ მახსენდება საერთაშორისო ასპარეზზეც ,იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ მსოფლიოში ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისია.

სხვა პირობებში და სხვა დროს წარმოუდგენელი იყო  ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ამდენჯერ ახსენებდეს ადამიანს , რომელიც თავის დროზე წითელი ცირკულარით არის შტატებიდან საქართველოში ჩამოყვანილი.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში, ისე ევროპულ პოლიტიკურ სპექტრში, იგივე კუბილიუსი და სხვები.

ეს საერთაშორისო თანამეგობრობის სისუტეა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ კრიზისმა მოიცვა მთელი მსოფლიო და ადამიანები წითელ ხაზებს მიღმა გასულები არიან,. როგორც თავისი ქვეყნის შეგრძნებაში და თავისი ქვეყნის სარგებლობაში, ისე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე იმიტომ, რომ სხვანაირად ამის ახსნა შეუძლებელია.

რა ცოდნა მაგას უნდა და რა დიდი გამჭრიახობა სჭირდება, რომ ჯერ საქმეში გაერკვიო და მერე აკეთო განცხადებები.

მალინის განცხადებები ჩემთვის გასაგებია იმიტომ, რომ „ფრონტერასლობისტია და ამაში მას  ფულს უხდიან. იგი ამ განცხადებებს აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს, მაგრამ როდესაც შენ აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ინფორმაციით შეურაცხყოფას აყენებ მთელ ქვეყანას და არა რომელიმე კონკრეტულ ფიგურას,  ან პარტიას. ეს შენ უმეცრებაზე ლაპარაკობს,  როგორც პოლიტიკურზე, ისე არაკეთილსინდისიერებაზე.

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რას წარმოადგენს რურუა, რას წარმოადგენს უგულავა, ოქრუაშვილი , სააკაშვილი“, - განაცხადა ხაინდრავამ.