„ქოცი“ მავნებელია. ჯამი ჭურჭელია, - "კავკასიას" სახელმწიფომ ინკასო დაადო
„ქოცი“ მავნებელია. ჯამი ჭურჭელია, - "კავკასიას"  სახელმწიფომ ინკასო დაადო

A+ A-

17:26 02/07/2020
ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
 
როგორც ჯანგირაშვილი წერს, ტელეკომპანიის მოთხოვნა ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე, უარყოფილია.
 
„მადლობა ჩემო ძვირფასო სახელმწიფო: ინკასო „კავკასიის“ ანგარიშზე. დავალიანება 29 000 ლარი. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე, უარყოფილია. სამაგიეროდ, „იმედის“ და „რუსთავის 2“-ის 55 მილიონი გადანაწილებულია 5 წელზე. „ქოცი“ მავნებელია. ჯამი ჭურჭელია,” - წერს ჯანგირაშვილი.