მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ამ მნიშვნელოვან ცვლილებაზე ჩემი ხელმოწერა ყოფილიყო - იაგო ხვიჩია
მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ამ მნიშვნელოვან ცვლილებაზე ჩემი ხელმოწერა ყოფილიყო - იაგო ხვიჩია

A+ A-

14:57 29/06/2020

"მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ამ მნიშვნელოვან ცვლილებაზე ჩემი ხელმოწერა ყოფილიყო", - განუცხადა პარტია "გირჩის"ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "2020NEWS"-ს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭის ყრის კომენტირებისას.  

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ცვლილების გულწრფელი მომხრეები ხელისუფლებაშიც იყო და ოპოზიციაშიც.

"მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ამ მნიშვნელოვან ცვლილებაზე ჩემი ხელმოწერა ყოფილიყო, მაგრამ “ყველაფრის გაკეთებისთვის” პარლამენტის შიგნით უნდა იყო და გარედან საუბარი ცოტა რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და მე ყველას ვულოცავ მის მიღებას, ვისაც გულწრფელად უნდოდა ამ ცვლილებების მიღება და მაქსიმალური გააკეთა მის მისაღწევად. მჯერა ასეთი ხალხი ხელისუფლებაშიც იყო და ოპოზიციაშიც. ასევე განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ფასილიტატორების მიმართ, რომელთა დახმარება, ჩემი აზრით,  ამ პროცესში გადამწყვეტი იყო. მათმა პრინციპულმა დამოკიდებულებამ ამ ქვეყანას და მის ხელისუფლებას ცივილურობის შანსი შეუნარჩუნა", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.