ე.წ. კანონიერი ქურდი სუმბატ ტბილისკი დააკავეს
ე.წ. კანონიერი ქურდი სუმბატ ტბილისკი დააკავეს

A+ A-

13:06 29/06/2020

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი სუმბატ აბასოვი (მეტსახელად სუმბატ ტბილისკი) დააკავეს და გაასამართლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აბასოვმა სასამართლოზე თავად აღიარა, რომ ქურდული სამყაროს აქტიური წევრია.

როგორც მედია იტყობინება, აბასოვს რუსეთში ახლად მიღებული კანონით, ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედება ბრალად.

ცნობისთვის, აბასოვი 53 წლისაა. ის თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ის კრიმინალური ავტორიტეტი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გახდა.