აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 385 219-ს მიაღწია
აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 385 219-ს მიაღწია

A+ A-

13:02 29/06/2020

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 385 219-ს მიაღწია. 

"Worldometers"-ის სტატისტიკის მიხედვით, ინფექციით 9 698 ადამიანი გარდაიცვალა, 185 243 კი გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა სამხრეთ აფრიკაშია დაფიქსირებული. იქ დადასტურებულია ინფიცირების 138 ათასზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 2 456 ადამიანი.

სამხრეთ აფრიკის შემდეგ ყველაზე მეტი, ინფიცირებული ადამიანია ეეგვიპტეში. მათი რიცხვი 65 188 აღწევს ხოლო გარდაცვლილია 2 789 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ აფრიკაში კორონავირუსის მსხვერპლი შესაძლოა, 83-დან 190 მილიონამდე ადამიანი გახდეს.

შეგახსენებთ, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის უკვე 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირების 10 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 504 692 ფაქტია გამოვლენილი.