გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება
გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

A+ A-

12:53 29/06/2020

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

პროცესზე აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში შეაფასებს. მისივე განმარტებით, ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს.