3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

A+ A-

12:06 29/06/2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერი კი, +32, +34 გრადუსამდე გათბება.