პაკისტანის საფონდო ბირჟას თავს დაესხნენ
პაკისტანის საფონდო ბირჟას თავს დაესხნენ

A+ A-

11:01 29/06/2020

პაკისტანის დედაქალაქ კარაჩიში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საფონდო ბირჟის შენობას. სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა 2 ადამიანი.

4 თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

თავდამსხმელებმა ჯერ ხელყუმბარა ისროლეს და შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს დაცვის თანამშრომლებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პაკისტანის საფონდო ბირჟის შენობა კარაჩის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ზონაში მდებარეობს.

"რადიო თავისუფლება"