თემქაზე მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი პატრულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
თემქაზე მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი პატრულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

A+ A-

10:06 29/06/2020

თემქაზე მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი პატრულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას დღის ბოლოს ოპერაცია დასჭირდა. სამართალდამცველს არტერია ჰქონდა დაზიანებული.

“მას აღენიშნებოდა ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარცხენა მტევნის მე-4-მე-5 თითებს შორის, აქტიური არტერიული სისხლდენით. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა,  ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის შემდგომ შესაძლებელია ითქვას, რომ არის სტაბილური. განაგრძობს მკურნალობას ქირურგიული განყოფილების პალატაში,"- აცხადებს ექიმი კონსტანტინე მუმლაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შეტყობინების ინიციატორის ქმარმა დაჭრა, ამის შემდეგ კი მამაკაცი კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.