1 დოლარი - 3.0556, ლარმა კვირა გაუფასურებით დაასრულა
1 დოლარი - 3.0556, ლარმა კვირა გაუფასურებით დაასრულა

A+ A-

17:19 26/06/2020

26 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0556 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0551 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა.                     

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4317 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4266 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა.  

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4457 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.7920 ლარი ეღირება.                                            

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 ივნისიდან შევა ძალაში.