ექსკლუზივი: როგორ მოხვდნენ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე საბურთალოელები და ნახალოვკელები და რას შეეწირა გიორგი შაქარაშვილი?!
ექსკლუზივი: როგორ მოხვდნენ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე საბურთალოელები და ნახალოვკელები და რას შეეწირა გიორგი შაქარაშვილი?!

A+ A-

17:11 26/06/2020

გოგონა, რომლის დაბადების დღის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, "2020NEWS"-ის ინფორმაციით, 22 წლის ანი გაბეჩავაა.

„2020NEWS“ დაინტერესდა თუ როგორ განვითარდა ბურუსით მოცული ამბის მოვლენები მცხეთის აგარაკზე და როგორ მოხვდა ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ახალგაზრდების ჯგუფი ერთ სივრცეში.

როგორც სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, იუბილარმა გაბეჩავამ საკუთარი დაბადების დღის წვეულების ბილეთები სავარაუდოდ გაყიდა, რადგან უფრო მეტი თანატოლი შეეკრიბა და წვეულებაც უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ასე მოხვდნენ ერთმანეთისთვის უცხო "საბურთალოელი" და "ნახალოვკელი" ახალგაზრდები ერთმანეთის გვერდით.

„როგორც მე ვიცი, „ნახალოვკელები“ და „საბურთალოელები“ უცხოები იყვნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ, გიორგი ამ დაბადების დღეზე თავის სამ გუნდელთან ერთად იმყოფებოდა, რადგან ანი და ის ახლო მეგობრები იყვნენ“, - ამბობს ინფორმაციული წყარო სააგენტოსთან საუბარში, რომლის სახელს და გვარს საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, ვერ ვასახელებთ.

როგორ დაიწყო ჩხუბი, უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შელაპარაკება მოყვა კითხვას - შენ რა უბნელი ხარ? ნახალოვკელმა ახალგაზრდამ კითხა ერთ-ერთ ბიჭს, მან რომ უპასუხა საბურთალოელი ვარო, ნახალოვკელმა უთხრა, ე.ი. უცხო ყოფილხარო… ეს იუკადრისა მეორემ, რას ქვია უცხოო, – ყველა უცხოსო და შეიგინა. ამის გამო დაიწყო კონფლიქტი. თუმცა თავად გარდაცვლილი, გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

სწორედ ამ გაქცევის შემდეგ ქრება ფეხბურთელის კვალი, ხოლო 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, გუშინ დაკრძალეს.