თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

A+ A-

12:35 26/06/2020

თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 10:21 საათზე მოხდა. ეპიცენტრი მანისის პროვინციაში, მიწისქვეშ 4.1 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ბიძგები იგრძნობოდა იზმირში, აიდინესა და მუღლეშიც.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.