ვიქტორ იანუკოვიჩს შესაძლოა, ქვეყნის ღალატის ბრალდება წაუყენონ
ვიქტორ იანუკოვიჩს შესაძლოა, ქვეყნის ღალატის ბრალდება წაუყენონ

A+ A-

10:28 25/06/2020

ვიქტორ იანუკოვიჩსა და უკრაინის თავდაცვის ორ ყოფილ მინისტრს შესაძლოა, ქვეყნის ღალატის ბრალდება წაუყენონ. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი და თავდაცვის ორი ყოფილ მინისტრი, დმიტრი სალამატინი და პაველ ლებედევი ქვეყნის ღალატში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას „უნიანი“ უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტკიცებულებების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრის თანამონაწილეობით, 2012-2014 წლებში უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების მიზანმიმართულ შემცირებას ეწეოდა, ე.წ. შეირაღებული ძალების რეფორმის მეშვეობით, რომელიც შეიარაღების შემცირებას, სხვადასხვა საომარი ქვედანაყოფების რეფორმირებას და მათი დისლოკაციის შეცვლას გულისხმობდა“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

პროკურატურაში აღნიშნავენ, ამ პროცესის ნაწილი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა, რამაც ნახევარკუნძულის ანექსიის წინაპირობა შექმნა.

„ამ ქმედებებით ჩინოვნიკები რუსეთის ფედერაციას და მის წარმომადგენლებს უკრაინის წინააღმდეგ მავნებლური საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ვიქტორ იანუკოვიჩსა და უკრაინის თავდაცვის ორ ყოფილ მინისტრს 12-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.