ბოტკოველი VS ქადაგიშვილი - კახეთი "სამკვდრო-სასიცოცხლო" პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება
ბოტკოველი VS ქადაგიშვილი - კახეთი "სამკვდრო-სასიცოცხლო" პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება

A+ A-

15:47 24/06/2020

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთი ცხელი წერტილი, რომლის შედეგების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის სარჩევნო ოლქო იქნება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ პოლიტიკურად „სამკვდრო-სასიცოცხლო“ ბრძოლაში „ქართული ოქნება“ მხარის მოქმედ გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს უშვებს. ქადაგიშვილის პოლიტიკური მეტოქე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი იქნება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კანდიდატად ითვლება.

როგორც კახელები ამბობენ, ბოტკოველს მოსახლეობასთან ყოფნა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია. იმასაც ამბობენ, რომ მოგების უფრო მეტი შანსი სწორედ ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს აქვს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, ერთ-ერთი ცხელი წერტილი თელავის სამაჟორიტარო ოლქი იყო. „ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი სესიაშვილთან ბოტკოველი 9 932/11 621 თანაფარდობით დამარცხდა და როგორც კახელები ამბობენ, სესიაშვილის გამარჯვებისთვის მმართველმა გუნდმა ყველა რესურსი გამოიყენა.

სესიაშვილი 2020 წლის არჩევნებზე სამაჟორიტარო თემიდან საერთოდ მოიხსნა და კახეთი ახლა ბოტკოველი-ქადაგიშვილის პოლიტიკური შერკინების ადგილი იქნება.

ბოტკოველი, რომელიც ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, წარსულში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, თელავში არჩევნები წააგო. გრიგოლ ვაშაძის შედეგი ამ ოლქში 50%-ს გადაცდა და როგორც ამბობენ, ეს გიორგი ბოტკოველის დამსახურებაა, რადგან კახელების ფავორიტი სწორედ გიორგი ბოტკოველია.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის არ ეშინიათ, თუმცა "2020NEWS”-თვის ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება“ საარჩევნო შტაბს აძლიერებს და და კოორდინატორ-აგიტატორების რაოდენობა თითქმის გააორმაგეს.

შეგახსენებთ, ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით უნდა ჩატარდეს. საქართველოს მოსახლეობა 120 დეპუტატს პროპორციული სიით, 30-ს კი მაჟორიტარული ოლქების მიხედვით აირჩევს.
29 ივნისს პარლამენტმა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება მესამე მოსმენით და საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს.