ბიძინა ივანიშვილი 2 კვირაში 50 მილიონით გამდიდრდა
ბიძინა ივანიშვილი 2 კვირაში 50 მილიონით გამდიდრდა

A+ A-

11:32 24/06/2020

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი 2 კვირაში 50 მილიონით გამდიდრდა. ამის შესახებ ინფორმაცია "Bloomberg Billionaires Index"-ზეა გამოქვეყნებული.

24 ივნისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ამჟამად 5.37 მილიარდს შეადგენს, მაშინ როდესაც, 13 ივნისის, მონაცემებით მისი ქონება 5.32 მილიარდი იყო.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის განმავლობაში, 29 მაისიდან დღემდე მისი ქონება ჯამში 120 მილიონით გაიზარდა.

ამის მიუხედავად, "Bloomberg Billionaires"-ს მონაცემებიდან, ირკვევა, რომ ივანიშვილმა რეიტინგში 377-ე ადგილიდან, 382-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, 5.37 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3,06 მილიონი უნცია ოქრო და 127 მილიონი ბარელი ნავთობი.

შეგახსენებთ, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ყველაზე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ხოლო ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა.

ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული.